ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტი დამარცხებულია - გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია

ლას ვეგასში, UFC 324-ის ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მსუბუქი წონის დროებითი ვარსკვლავური ქამრისთვის ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი დაუპირისპირდნენ.

გეიჯმა ბრძოლა საკმაოდ სწრაფად დაიწყო და პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია. პედი კონტრ-მოგერიების მცდელობას არ აკლებდა, თუმცა ამერიკელი თეიქდაუნებში შესანიშნავი იყო.

მეორე რაუნდი პირველის მსგავსად წარიმართა. მესამე რაუნდში პედიმ ტაქტიკა ოდნავ შეცვალა და უფრო მეტად ცდილობდა სტრაიკინგს.

ბოლო ორ რაუნდში ჯასტინმა უფრო მეტი კონტროლი დაამყარა. საბოლოოდ, გეიჯმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მსაჯების გადაწყვეტილებით(49-46, 49-46, 48-47) გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ ორ მებრძოლს შორის გამარჯვებული ილია თოფურიას უნდა დაპირისპირებოდა. მთელი მსოფლიო ელოდა, რომ ქართველ მებრძოლს პედი პიმბლეტთან ბრძოლის შანსი ექნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. თოფურიას ჯასტინ გეიჯი შეხვდება.

მსგავსი სიახლეები