ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მიქაუტაძეს 1 შანსი ჰქონდა - რეალმა ვილიარეალი სტუმრად დაამარცხა

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ვილიარეალს ესტუმრა და მარტივად 2:0 დაამარცხა. ალვარო არბელოამ, სამეფო კლუბი შესანიშნავად განაწყო და ბლანკოსმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

გიორგი მიქაუტაძე მადრიდული გრანდის წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან მოგვევლინა. ქართველი ფეხბურთელი პირველ ტაიმში აქტიურობდა.

მე-5 წუთზე მიქაუტაძე რეალის საჯარიმოში შეიჭრა და დინ ჰაუსენთან ორთაბრძოლისას წაიქცა, თუმცა მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

მე-18 წუთზე ჟორჟს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კარს დიდი მანძილით ასცდა. ტაიმის მიწურულს, ყვითელი წყალქვეშა ნავის შეტევისას, მიქაუტაძემ ტიბო კურტუას კარში დარტყმა სცადა, მაგრამ მის დარტყმას ფედე ვალვერდე გადაეღობა და კუთხური დაინიშნა.

მეორე ტაიმში ჯვაროსნების შემტევი დიდად ვეღარ აქტიურობდა და მთავარმა მწვრთნელმა ის მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანა.

რაც შეეხება რეალს, ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა თავი 47-ე და 92-ე წუთებზე გამოიჩინა.

ამ მატჩის შემდეგ, სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა ბარსელონას ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ვილიარეალი კი მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰაპოელის მორიგი მარცხი - ალთუნაშვილი ძირითადში იყო
ჰაპოელის მორიგი მარცხი - ალთუნაშვილი ძირითადში იყო