ერთა ლიგა 2026/27: რუსეთი კვლავ მოკვეთილია, წილისყრის თარიღი დაზუსტდა
უეფამ ტურნირის წილისყრისა და კალენდრის შედგენის პროცედურები დაამტკიცა. გათამაშებაში უეფას წევრი 55 ნაკრებიდან 54 მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არ იქნება რუსეთი, რომელმაც წინა გათამაშებაც გამოტოვა.
ერთა ლიგის წილისყრა 12 თებერვალს, ბრიუსელში გაიმართება, მატჩების კალენდარი კი ეროვნულ ასოციაციებს 13 თებერვალს გადაეგზავნება.
რუსული კლუბები და ნაკრებები უეფასა და ფიფას (FIFA) ეგიდით გამართულ ტურნირებს 2022 წლიდან არიან ჩამოშორებულნი. ამის მიზეზი უკრაინაში შეჭრა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება გახლავთ.
ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაიწყება 2026 წლის სექტემბერში და დასრულდება ნოემბერში.
მეტი დეტალი ტურნირის შესახებ:
ფინალური ეტაპი (Final Four) მარტის ნაცვლად გაიმართება 2027 წლის ივნისში, თუმცა იქამდე მატჩები მარტშიც იქნება. ახალი ფორმატით, რომელიც ახლა უკვე დამტკიცებულია (შარშან შევიდა ძალაში), მარტის ფანჯარა (2027 წლის 25-30 მარტი) კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება:
აღარ არის მხოლოდ პირველი ადგილი მნიშვნელოვანი და რატომ: თუ საქართველო თავის ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ის აღარ რჩება ავტომატურად B ლიგაში. ის 25-30 მარტს ითამაშებს ორმატჩიან პლეი-ოფს (შინ და სტუმრად) A ლიგის რომელიმე მესამეადგილოსანთან. მოგების შემთხვევაში ვწინაურდებით A ლიგაში.
საქართველოს ნაკრები მესამე კალათაშია მოხვედრილი: III კალათა - სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი.
ამჯერად მატჩები სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერში არ გაიმართება. ანუ 3 სანაკრებო პაუზა აღარ იქნება. იქნება მხოლოდ 2. სექტემბერ-ოქტომბერი ერთიანდება და ამ მონაკვეთში ნაკრებები 4 შეხვედრას გამართავენ. ბოლო ორი მატჩი კი ნოემბრის პაუზაზე იქნება.