ხაბიბი: უსმანი მინიმუმ თოფურიასა და ცარუკიანის დონეზეა
ხაბიბ ნურმაგომედოვი მიიჩნევს, რომ PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი იმავე დონეზეა, როგორზეც ილია თოფურია და არმან ცარუკიანი.
„თუ ბიჭებს სტილისტურად შევხედავთ... რაც ერთ წელიწადში უსმანს დაემართა - რამდენად ის გაიზარდა და გაძლიერდა... მე თვითონ ვჭიდაობ მასთან და შემიძლია გითხრათ, რომ უსმანი ძალიან გაიზარდა. ის მინიმუმ თოფურიასა და ცარუკიანის დონეზეა.
ერთი წლის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ მოცდაა საჭირო-მეთქი. ამჟამად კი ის ამ დონეზეა“,
- განაცხადა ხაბიბმა.
უსმან ნურმაგომედოვმა (20-0) ბოლოს ოქტომბერში იჩხუბა, როდესაც პოლ ჰიუზი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. თებერვალში ის ალფი დევისს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი უმარ ნურმაგომედოვის ძმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. ის უახლოეს მომავალში PFL-თან კონტრაქტის გაწყვეტასა და UFC-ში გადასვლას გეგმავს.