გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილის და აბუაშვილის მეცს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ცუდი შედეგების გამო მეცის მთავარი მწვრთნელის პოსტი სტეფან ლე მენიომ დატოვა. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვინ გაწვრთნის ფრანგულ კლუბს.

კლუნმა ოფიციალურად გვაცნობა, რომ დღეიდან მთავარი მწვრთნელის პოსტს ბენუა ტავენო დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ტავენო მეცის სამწვრთნელო შტაბში აქამდეც მუშაობდა, თუმცა მთავარი მწვრთნელი დიჟონში და ბასტიაში იყო.

შეგახსენებთ, რომ მეცში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. საუბარი გიორგი წიტაიშვილსა და გიორგი აბუაშვილზეა.

სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ში 12 ქულით ბოლო ადგილზეა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება აბუაშვილს, მან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები