მილუოკი ბაქსი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

„ეს ჩემი კონტროლის მიღმაა“ - იანისს ბაქსიდან შესაძლო წასვლაზე ჰკითხეს

ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „ატლანტა ჰოუქსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ (112:110) „მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა, იანის ანტეტოკოუნმპომ თავის მომავალზე ისაუბრა. კერძოდ, ბერძენ კალათბურთელს ჰკითხეს, დაასრულებს თუ არა ის მიმდინარე სეზონს „ბაქსის“ შემადგენლობაში.

„არ ვიცი, მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობ“ - განაცხადა იანისმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე გუნდმა კალათბურთელების გაცვლა გადადო, რათა იანის ანტეტოკოუნმპოსთან ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განვითარებას დაკვირვებოდა. ამასთან დაკავშირებით იანისმა აღნიშნა, რომ სხვა გუნდების ქმედებებს ვერ აკონტროლებს და მხოლოდ საკუთარ თამაშზეა კონცენტრირებული.

„ეს ჩემი კონტროლის მიღმაა. ვერ გავაკონტროლებ იმას, თუ რას აკეთებენ სხვა გუნდები. ვცდილობ, ჩემს საქმეზე ვიყო კონცენტრირებული - ვიყო კონკურენტუნარიანი და მატჩების მოგება ვცადო“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 31 წლის კალათბურთელი საშუალოდ 28.9 ქულას, 9.6 მოხსნას და 5.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს. რაც შეეხება „მილუოკის“, ისინი 18 მოგებითა და 24 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის გარეშე | ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
ლებრონის გარეშე | ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია