სიახლე ტრავმასთან დაკავშირებით | ტაბატაძისთვის სეზონი დასრულდა
ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში იური ტაბატაძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა და ახლახან, მის დაზიანებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
„კადისის“ ცნობით, ტაბატაძემ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ქართველი ფეხბურთელის ოპერაცია მალე დაიგეგმება და რეაბილიტაციის პერიოდი 6-დან 9 თვემდე გაგრძელდება. საუკეთესო შემთხვევაში ის მომდევნო სეზონის სტარტზე დაბრუნდება.
ცნობისთვის, მიმდინარე გათამაშებაში ტაბატაძემ 18 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. იური „კადისის“ საუკეთესო ბომბარდირია და მისი ტრავმა გუნდისთვის სერიოზული პრობლემაა.
„კადისი“ ლა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. 22 ტურის შემდეგ ტაბატაძის გუნდს 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციაზე იმყოფება. „კადისი“ მეორე ადგილზე მყოფ „კასტელონს“ მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება და მისი მომდევნო მეტოქე „გრანადა“ გახლავთ.