„დგომში პიმბლეტს ძალიან გაუჭირდება“ | პორიე გეიჯის გამარჯვებას ვარაუდობს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა. „ბრილიანტმა“ თავისი პროგნოზი გაგვიზიარა და ყოფილი მეტოქის გამარჯვება ივარაუდა.
„გეიჯის 25-წუთიან ორთაბრძოლებში ჩხუბის გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, დგომში პიმბლეტს მისი შეჩერება გაუჭირდება და მიმაჩნია, რომ პედი მას თეიქდაუნს ვერ შეუსრულებს. გეიჯი უფრო ძლიერი დამრტყმელია და პიმბლეტს ერთხელ რომ მოარტყას, სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
ჩემი აზრით, ძალიან რთულია, გეიჯის 25 წუთის განმავლობაში ეჩხუბო და მისი დარტყმები ხუთი რაუნდი აირიდო. პედი კარგი მებრძოლია, მაგრამ არავინ დაუმარცხებია. ჯასტინს რომ მოუგოს, ვირწმუნებ, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვება გეიჯის დარჩება.“
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი და გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბობენ. ახლახან ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მომდევნო ორთაბრძოლას სწორედ ამ ჩხუბის გამარჯვებულთან გამართავს.