მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

დვალიშვილი: UFC იანს თეთრ სახლში ჩხუბის უფლებას არ მისცემს

მერაბ დვალიშვილი დარწმუნებულია, რომ დივიზიონის ახალი ჩემპიონის, პიოტრ იანის შემდეგი მეტოქე გახდება, თუმცა ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია რუს მებრძოლს უფლებას არ მისცემს, საჩემპიონო ქამარი თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე დაიცვას.

ამის შესახებ ქართველმა „მანქანამ“ Setanta Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა:

„UFC-ში მითხრეს, რომ ტიტულისთვის შემდეგი მე ვიბრძოლებ. მითხრეს, რომ მე და პიოტრს ტრილოგია გვექნება. ასევე მითხრეს, რომ ჩვენი ბრძოლა ივნისში, დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე არ შედგება, რადგან პიოტრი რუსეთიდანაა და ეს შეუძლებელია. ისინი მას თეთრ სახლში ჩხუბის უფლებას არ მისცემენ“,

- განაცხადა დვალიშვილმა.

მანამდე პიოტრ იანმა განაცხადა, რომ ქამრის პირველი დაცვა თეთრ სახლში გამართულ ტურნირზე შონ ო’მალის წინააღმდეგ სურს, თუ ამერიკელი ერთ კვირაში სონგ იადონგის დამარცხებას შეძლებს.

UFC-ის სადღესასწაულო ტურნირი, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს ეძღვნება, ჯერ ოფიციალურად არ დაანონსებულა, თუმცა წინასწარ 14 ივნისისთვისაა დაგეგმილი, როდესაც დონალდ ტრამპი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები