ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ჩინეთში რჩება | ვაკო ყაზაიშვილმა შანდონ ტაიშანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერ ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას. ქართველმა ფეხბურთელმა „შანდონ ტაიშანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბთან 2+1-წლიანი სისტემით გააფორმა ხელშეკრულება.

„მეგობრული მოლაპარაკებების შემდეგ, „შანდონ ტაიშანმა“ ვაკო ყაზაიშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ქართველი ფეხბურთელი 2026 წელსაც ჩინეთის ჩემპიონატში იასპარეზებს,“ — ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი „შანდონ ტაიშანს“ 2024 წლის იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩინური კლუბის მაისურით 77 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 40 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემაა.

2025 წლის სეზონში ვაკომ 30 მატჩში 27 გოლი შეაგდო და 5 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ყაზაიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ოთხი ჰეთ-თრიქით, ერთ სეზონში გაფორმებული ჰეთ-თრიქების რაოდენობით ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.2 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიასთან აპრილში ჩხუბს არ ვაპირებ“ | პიმბლეტის განცხადება და კრიტიკა სოც ქსელებში
„ილიასთან აპრილში ჩხუბს არ ვაპირებ“ | პიმბლეტის განცხადება და კრიტიკა სოც ქსელებში