ლებრონის გარეშე | ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულები დაასახელა.
დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში ლუკა დონჩიჩი („ლეიკერსი“), ნიკოლა იოკიჩი („დენვერი“), ვიქტორ ვემბანიამა („სან-ანტონიო“), შეი გილჯეს-ალექსანდერი („ოკლაჰომა“) და სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“).
აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო ხუთეულში იანის ანტეტოკოუნმპო („მილუოკი“), ჯეილენ ბრაუნი („ბოსტონი“), კეიდ კანინგემი („დეტროიტი“), ჯეილენ ბრანსონი („ნიქსი“) და ტაირიზ მაქსი („ფილადელფია“).

ძირითადი შემადგენლობების არჩევისას გათვალისწინებული იყო გულშემატკივრების (50%), კალათბურთელების (25%) და ჟურნალისტების (25%) ხმის მიცემის შედეგები.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ პირველად „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ლებრონ ჯეიმსი, თუმცა მას კიდევ ექნება სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შანსები.
ALL STAR-ში ამჯერადაც 24 კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას (12-12 თითოეული კონფერენციიდან) და ისინი 3 გუნდში - მსოფლიოს ნაკრებში და აშშ-ის 2 ნაკრებში გადანაწილდებიან.
აქვე გეტყვით, რომ წელს ყველა ვარსკვლავის მატჩს „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ არენა უმასპინძლებს.