მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ტრილოგიას პიოტრი მოიგებს“ - ხაბიბმა მერაბისა და იანის შესახებ ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბი შეაფასა და განაცხადა, რომ მებრძოლებს შორის ტრილოგიას პიოტრ იანი მოიგებს.

რას ამბობს ხაბიბი:

„ბოლო ბრძოლამდე ვფიქრობდი, რომ მერაბი გაიმარჯვებდა, თუმცა პიოტრმა ყველაფერი შეცვალა და ბევრი ადამიანი გააკვირვა. ახლა ვფიქრობ, რომ ტრილოგიას პეტრი მოიგებს. მგონია, რომ ის უფრო თავდაჯერებული იქნება — ამ ბრძოლამ მას რწმენა შემატა. რთულია ცალსახად თქმა, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პიოტრი გაიმარჯვებს.“

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი გასული წლის დეკემბერში გამართეს და სამწუხაროდ, რუსმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ დაამარცხა მან UFC-ში?“ - თოფურიამ მაიკლ ჩენდლერს უპასუხა
„ვინ დაამარცხა მან UFC-ში?“ - თოფურიამ მაიკლ ჩენდლერს უპასუხა