მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„არ გამკვირვებია, იანს პირველ ჩხუბში ხელი ტრავმამ შეუშალა“ | უსმან ნურმაგომედოვი

PFL-ის ჩემპიონმა, უსმან ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილზე და პიოტრ იანზე ისაუბრა. ნურმაგომედოვმა ტრილოგიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ იანს „მანქანის“ დაფინიშება შეუძლია.

„მეორე ბრძოლამ ვერაფრით გამაკვირვა, რადგან ვიცოდი, პიოტრ იანი როგორ ჭიდაობდა და რის გაკეთება შეეძლო. მან უბრალოდ აჩვენა ის, რის ჩვენებაც პირველ ჩხუბში ტრავმის გამო არ გამოუვიდა (იანის თქმით, კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი და ხელს ვერ ამოძრავებდა).

არც კი ვიცი, დვალიშვილმა რომელი შეცდომა შეიძლება გამოასწოროს. იანს თეიქდაუნი ვერ შეუსრულა და დგომში პიოტრი ბევრად უკეთესია. ასე რომ, მგონია, მესამე ბრძოლაშიც იგივე სცენარი იქნება. არ გამოვრიცხავ, იანმა ჩხუბი ნაადრევად დაასრულოს.

მეორე დაპირისპირებაში იყო მომენტები, როდესაც იანს დვალიშვილის დაფინიშება შეეძლო. მესამედ რომ იჩხუბონ, პიოტრმა აქცენტი კორპუსში დარტყმებზე უნდა გააკეთოს, რადგან მერაბი ასეთ დარტყმებს უშვებს და ამას მასზე დიდი გავლენა აქვს.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მერაბმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რემატჩს მიიღებს და საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შანსი ექნება. რაც შეეხება უსმანს, ის დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელსაც 20 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 ქულა და 12-დან 8 ჩაგდებული ბურთი | მამუს ბრწყინვალე მატჩი ლეიკერსთან
20 ქულა და 12-დან 8 ჩაგდებული ბურთი | მამუს ბრწყინვალე მატჩი ლეიკერსთან