სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

20 ქულა და 12-დან 8 ჩაგდებული ბურთი | მამუს ბრწყინვალე მატჩი ლეიკერსთან

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და 93:110 დამარცხდა.

„მამუ“ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 24 წუთი და 24 წამი გაატარა და 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ პარკეტიდან 66.7 პროცენტით შეუტია — 12-დან 8 ბურთი ჩააგდო (5-დან 2 სამქულიანი) და 5-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

მამუკელაშვილმა 1 მოხსნა შეტევაში გააკეთა, ბურთი არ დაუკარგავს და ერთხელ დაჯარიმდა. „ტორონტოს“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ სკოტი ბარნსს ჰქონდა — 22. ბრენდონ ინგრემმა მატჩი 19 ქულით დაასრულა. „ლეიკერსის“ რიგებში 25 ქულითა და 13 მოხსნით დეანდრე ეიტონი გამოირჩა. ლუკა დონჩიჩს ასევე 25 ქულა ჰქონდა, ლებრონ ჯეიმსმა კი 24 ქულა დააგროვა.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 25 მოგება და 19 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. კანადელების მომდევნო გაჩერება სან ფრანცისკოა, სადაც 21 იანვარს „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ დაამარცხა მან UFC-ში?“ - თოფურიამ მაიკლ ჩენდლერს უპასუხა
„ვინ დაამარცხა მან UFC-ში?“ - თოფურიამ მაიკლ ჩენდლერს უპასუხა