მეცი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აბუაშვილი 2026-ში პირველად გამოჩნდა - მეცის მორიგი მარცხი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ქართველებიდან, გიორგი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი კი მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 2:1 იყო, თუმცა ქართველმა შემტევმა მატჩის სცენარის შეცვლა ვერ შეძლო. საგოლე მომენტები არ ჰქონდა არც წიტაიშვილს. საბოლოოდ, ქართველების სტატისტიკა ასეთი იყო:

გიორგი წიტაიშვილი - ბურთთან 50 შეხება, 26-დან 22 ზუსტი პასი (85%), 1 საკვანძო პასი, კარისკენ 0 დარტყმა, 6-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 7-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა, 1 განმუხტვა. Sofascore-ს შეფასება - 6.1.

გიორგი აბუაშვილი - ბურთთან 12 შეხება, 8-დან 8 ზუსტი პასი, 1-დან 1 ზუსტი პასი, ბურთის ერთხელ დაბრუნება, 0 დარტყმა. Sofascore-ს შეფასება - 6.4.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში მე-12 წუთზე „სტრასბურგმა“ მორეირას გოლით გახსნა, 24-ე წუთზე კი „მეცმა“ წონასწორობა ჰეინის ზუსტადშესრულებული პენალტით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 42-ე წუთზე, გოდომ გაიტანა.


გიორგი წიტაიშვილიმა მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით ლიგა 1-ში მე-18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება გიორგი აბუაშვილს, 22 წლის შემტევი 2026 წელს მოედანზე პირველად გამოჩნდა, საერთო ჯამში კი ეს მისთვის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-12 იყო, მის ანგარიშზე კი მხოლოდ 1 გოლია.

18 ტურის შემდეგ, „მეცს“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 12 ქულა აქვს და კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება. ქართველების კლუბს გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევამდე 4 ქულა აშორებს. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:15 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „2022 წელსაც ცხადი იყო ხვიჩას დონე, თუმცა ამას ვერ წარმოვიდგენდი...“
    „2022 წელსაც ცხადი იყო ხვიჩას დონე, თუმცა ამას ვერ წარმოვიდგენდი...“