„2022 წელსაც ცხადი იყო ხვიჩას დონე, თუმცა ამას ვერ წარმოვიდგენდი...“
ყაზანის „რუბინის“ მცველმა, ეგორ ტესლენკომ, Metaratings-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშის შთაბეჭდილებები გააზიარა, რომელსაც ყაზანურ კლუბში 2022 წელს გადაეკვეთა.
- თქვენ ხომ ხვიჩა კვარაცხელიას 2022 წელს გადაეკვეთეთ. მაშინ თუ წარმოიდგენდით, რომ სამი წლის შემდეგ ის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა?
„2022 წელს უკვე გასაგები იყო, რომ ხვიჩა მომავალი ტოპ-მოთამაშე იქნებოდა. ის იმ მომენტშიც მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი იყო დიდი პოტენციალით. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სამ წელიწადში ის ამდენ ტიტულს მოიგებდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგას“.
- არ გიჩნდებათ ფიქრები სერიიდან: „ჩვენ ახლახან ერთ სტადიონზე ვთამაშობდით, ახლა კი მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ესე იგი, მეც შევძლებ“?
„ასეთი ფიქრები არ მაქვს. ჯერ ის ნაპოლიში გადავიდა. მაშინ უბრალოდ მიხაროდა, რომ ჩემი ყოფილი პარტნიორი ასეთ დონეზე აღმოჩნდა“.
კვარაცხელია „რუბინში“ 2019–2022 წლებში თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ პარიზულ კლუბთან ერთად უკვე ექვსი ტიტული მოიგო. ასევე 2025 წელს მან „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილი დაიკავა.