ჩაბი ალონსო, ლუიშ ფიგუ
Aa
Aa

„გაუგებარი გადაწყვეტილება იყო“ - ფიგუ ჩაბის გაშვებაზე

რამდენიმე დღის წინ მადრიდის „რეალში“ მომხდარი ამბები დღესაც განხილვის თემაა. საყოველთაო მოსაზრებით, ჩაბი ალონსო ფეხბურთელებთან ცუდ ურთიერთობას შეეწირა და სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა „ბარსელონასთან“ (2:3) წაგებული ესპანეთის სუპერთასის შემდეგ, ბასკი სპეციალისტის გაშვება გადაწყვიტეს. რამდენად სწორად მოიქცა კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა ვეტერან მოთამაშეთა უმეტესობა მის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მათ შორისაა ლუიშ ფიგუც, რომლის „ბარსადან“ ტრანსფერიც პერესის კარიერაში ალბათ ყველაზე ხმაურიანი იყო.

ლუიშ ფიგუ

მთავარი მწვრთნელის შეცვლა აბსოლუტურად ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს. პირადად ჩემთვის, ჩაბი ალონსოს გაშვება სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება გახლდათ, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ სეზონის ნახევარიც კი არ იყო გასული. გასაგებია, რომ ესპანეთის სუპერთასზე „ბარსელონასთან“ მარცხმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ არა მგონია ბასკის წასვლის მთავარი მიზეზი ეს იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი „ბლანკოსზე“ დადებითად არ იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფიგუ მადრიდის „რეალის“ ღირსებას 2000-2005 წლებში იცავდა და ამ ხნის განმავლობაში ლა ლიგა (2001, 2003), ესპანეთის სუპერთასი  (2001, 2003), ჩემპიონთა ლიგა (2002), უეფას სუპერთასი (2002) და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი (2002) მოიგო.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა: ფეხბურთელების უმრავლესობა საკუთარ დონეს ვერ აჩვენებს
რეალის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა: ფეხბურთელების უმრავლესობა საკუთარ დონეს ვერ აჩვენებს