„ისლამისთვის კომფორტული ბრძოლა იქნება“ - რუსი მებრძოლი მახაჩევი-თოფურიაზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, რამაზან ემეევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისლამისთვის ეს მარტივი ბრძოლა იქნება.
რას ამბობს ემეევი:
„მახაჩევი ამბობდა, რომ მზად იყო დაბრუნებულიყო მსუბუქ წონაში მომხიბვლელი წინადადების შემთხვევაში. რეალურად, ილია მასთან შედარებით, ზედმეტად პატარაა. 70 კილოგრამში, ეს მახაჩევისთვის კომფორტული ბრძოლა იქნება.“
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვაზე მახაჩევმა უპასუხა, რომ ამ ბრძოლისთვის ღიაა, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს. მისი აზრით, რადგან მან მსუბუქ დივიზიონში უკვე ყველა დაამარცხა, დაბრუნების მიზეზს ვერ ხედავს.
ისლამი მიიჩნევს, რომ თუ თოფურიას მასთან ბრძოლა სურს, ქართველმა თავად უნდა აღზევდეს ქვესაშუალო წონაში. მისი თქმით, ილიას ამ წონაში ჯერ არაფერი დაუმტკიცებია და ეს ბრძოლა უფრო მეტად ქართველი მებრძოლისთვისაა საჭირო ვიდრე მისთვის.
შეგახსენებთ, 2025 წელს ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური დატოვა და ოფიციალურად გადავიდა ქვესაშუალო კატეგორიაში, სადაც საჩემპიონო ჩხუბში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.