კლოპი მზადაა, რეალი ან გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს | პლეტენბერგი
იურგენ კლოპი მზადაა „რეალის“ ან გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, მადრიდულ კლუბში მუშაობის პერსპექტივა გერმანელ სპეციალისტს ყოველთვის იზიდავდა.
მიუხედავად იმისა, რომ კლოპი Red Bull-ში თავისი ამჟამინდელი საქმიანობით კმაყოფილია, ის მზად იქნება სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს, თუ შეთავაზებას „რეალისგან“ ან გერმანიის ნაკრებისგან მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, „რეალმა“ ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტი გაწყვიტა, გუნდი კი დროებით ალვარო არბელოამ ჩაიბარა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირას მადრიდელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოტენციურ კანდიდატებთან უკვე რამდენიმე გასაუბრება გამართეს.
გეტყვით ასევე, იურგენ კლოპი ბოლოს „ლივერპულს“ წვრთნიდა. გერმანელი „წითლეებს“ სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს რვა ტიტული მოაგებინა.