გიორგი ნემსაძე, შალვა მამუკაშვილი, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ექვსი ერის ფესტივალი - მატჩები უძლიერეს მეტოქეებთან

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები აპრილში ექვსი ერის ტრადიციულ ფესტივალზე იასპარეზებს, სადაც უძლიერეს მეტოქეებს დაუპირისპირდება. ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების წევრები საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ვიშში მასპინძლების გარდა, ინგლისელებსა და შოტლანდიელებს დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში 3 აპრილს ქართველი მორაგბეები საფრანგეთს შეხვდებიან, რასაც 7 აპრილს ინგლისელებთან, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიელებთან შეხვედრები მოყვება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2026 წელს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სერიოზული სიახლეებით ხვდება - ზურაბ ამონაშვილის მაგივრად მთავარ მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დაინიშნა. ახალი სახეები არიან სამწვრთნელო შტაბშიც - აუტების მწვრთნელად შალვა მამუკაშვილი, ხოლო შეტევების მწვრთნელად ირაკლი ყიასაშვილი იმუშავებს. შერკინებისა და დაცვის ხაზის მომზადება კი ისევ  მიხეილ სუჯაშვილსა და პაატა მაისურაძეს დაევალება.

ცნობისათვის, ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები წელს ისტორიაში მესამედ იასპარეზებს და ამ ტურნირზე აქამდე ჩატარებული ექვსი მატჩიდან ქართველმა მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს, როდესაც 2024 წელს საფრანგეთი 20:19 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამი ლელო საფრანგეთში - ქართველებმა წელი შედეგიანად დაიწყეს
სამი ლელო საფრანგეთში - ქართველებმა წელი შედეგიანად დაიწყეს