თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„ჩემპიონატზე კონცენტრირებას შევძლებთ“ - ანორთოსისი თასზე დამარცხდა

ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, კვიპროსის თასის მერვედფინალში „აპოლონთან“ 0:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ 57 წლის ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ თითოეულ მატჩში „ანორთოსისის“ მიზანი მხოლოდ მოგებაა, თუმცა თასიდან გამოვარდნის შემდეგ გუნდს შესაძლებლობა ექნება, ეროვნულ ჩემპიონატზე კონცენტრირდეს, სადაც „ანორთოსისს“ მეორე დივიზიონში დაქვეითება ემუქრება.

რა თქვა ქეცბაიამ:

„ვულოცავ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასვლას. ვცდილობდით, კარგი მატჩი ვითამაშეთ და სახიფათო მომენტებიც შევქმენით. „აპოლონმა“ კონტრშეტევაზე გაგვიტანა, მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, თუმცა არ გამოგვივიდა.

შესაძლოა, ეს უკეთესიც კია, იმიტომ რომ ახლა ჩემპიონატში ვითარების გამოსწორებაზე შევძლებთ კონცენტრირებას. რა თქმა უნდა, გვინდოდა თასის მეოთხედფინალში გასვლა, მაგრამ ასევე აუცილებელია, უმაღლეს დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ.

გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, ისინი მხარს გვიჭერენ, როგორც ყოველთვის, და ეს ასეც უნდა იყოს მაშინაც კი, როდესაც გუნდი ტიტულებს ვერ იგებს. გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მიჩვეული „ანორთოსისში“ ტიტულების გარდა სხვა რამეზე საუბარს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“.

ცნობისთვის, 17 მატჩის შემდეგ „ანორთოსისს“ 17 ქულა აქვს და კვიპროსის 14-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ქეცბაიას გუნდი 18 იანვარს სტუმრად, ჩემპიონატის ლიდერის, „ომონიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას შეხვედრა ხელმძღვანელობასთან - „გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა“
ქეცბაიას შეხვედრა ხელმძღვანელობასთან - „გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა“