ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე დასკვნით საწვრთნელ შეკრებას თბილისში გადის.

ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი გუნდი გაფართოებული შემადგენლობით, 18 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრები ლატვიაში 18 იანვარს გაემგზავრება. 19 იანვარს კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.

ფუტსალის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.

ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი

21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი | ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი | საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ, თვითონვე ფიქრობდნენ, რომ შესაბამისი დონე არ ჰქონდათ“ - ბელარუსის მწვრთნელი საქართველოზე
„ალბათ, თვითონვე ფიქრობდნენ, რომ შესაბამისი დონე არ ჰქონდათ“ - ბელარუსის მწვრთნელი საქართველოზე