ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„შოკში იყვნენ“ – Marca-ს ცნობით, ფეხბურთელებმა ალონსოს გათავისუფლება განცხადებით შეიტყვეს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ჩაბი ალონსოს გათავისუფლებას არ ელოდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მთავარმა მწვრთნელმა მადრიდული კლუბი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დატოვა. წინა დღით „ბლანკოსი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ დამარცხდა (2:3).

Marca-ს ინფორმაციით, „რეალის“ ზოგიერთმა მოთამაშემ მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ კლუბის ოფიციალური განცხადებიდან შეიტყო. გასახდელში არავინ ელოდა ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილებას სეზონის ამ ეტაპზე, განსაკუთრებით ფინალის შემდეგ და იმ მშვიდი ატმოსფეროს ფონზე, რომელიც, მარცხის მიუხედავად, სახლისკენ მიმავალ თვითმფრინავში სუფევდა.

როგორც გამოცემა წერს, სუპერთასის ფინალის შემდეგ, ფეხბურთელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მწვრთნელი პოსტზე დარჩებოდა. ისინი ვერ ხედავდნენ შეშფოთების მიზეზს ან იმის ნიშნებს, რომ ხელმძღვანელობა მწვრთნელის შეცვლას განიხილავდა, თუ გავითვალისწინებთ „ბარსელონასთან“ მინიმალური ანგარიშით წაგებას. პირიქით, გუნდი თვლიდა, რომ პროექტი გრძელდებოდა, ალონსოს კი კლუბის სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

ამის გამო, მისი წასვლის შესახებ განცხადება გუნდისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. რამდენიმე მოთამაშემ პირად საუბრებში აღიარა, რომ სიახლე ოფიციალური განცხადებიდან გაიგეს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, რამაც მათი გაოცება კიდევ უფრო გაზარდა.

ცნობისათვის, ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში ყველა ტურნირზე ჩატარებული 35 მატჩიდან 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. ის სამეფო გუნდს გასული წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. 

როგორც ესპანურ გუნდში განაცხადეს, მის ნაცვლად „ბლანკოსში“ ალვარო არბელოა იმუშავებს, რომელიც ბოლო პერიოდში „კასტილიას“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი გოლეადორი და შეუცვლელი მოთამაშე | AS-ის სტატია ტაბატაძეზე
მოულოდნელი გოლეადორი და შეუცვლელი მოთამაშე | AS-ის სტატია ტაბატაძეზე