ვილი სანიოლი
Aa
Aa

„თამაშს კარგად კითხულობს და ამ პოზიციას იდეალურად მოერგო“ - სანიოლმა ზაირ-ემერიზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ L’Equipe-სთან ინტერვიუს დროს პსჟ-ის ფეხბურთელის, უორენ ზაირ-ემერის შესახებ ისაუბრა და პარიზულ გუნდში მისი როლი შეაფასა.

რას ამბობს სანიოლი:

„უორენის მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში? მესმის, რატომაც გახდა ეს განხილვის თემა, რადგან მას ამ პოზიციისთვის საჭირო ტაქტიკური მომზადება აქვს. ფიზიკურად მას ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ განაპირა მცველი იყოს, ამიტომ არ მიკვირს, რომ ამ ამპლუაში თავს კარგად გრძნობს. ის სწრაფია და მყარი საყრდენი ფეხი აქვს, რაც საშუალებას აძლევს მიმართულება სწრაფად შეიცვალოს და ერთი-ერთზე თამაშისას სწრაფ და მოქნილ გარემარბებს არ ჩამორჩეს“.

„შეტევაში ისაა საინტერესო, რომ მას თამაშის მართვა სიღრმიდან შეუძლია. მთელი მოედანი წინ აქვს გადაშლილი, ზურგით დგომა არ უწევს და ეს მის თვისებებს იდეალურად ერგება. უორენი არ იქნება კლასიკური მცველი: ის ბურთით კრეატიულობით არ გამოირჩევა, თუმცა, როგორც ვნახეთ, ის უფრო მეტად შეტევების დაგვირგვინებაზე იქნება ორიენტირებული - საჯარიმოში ჩაწოდებებითა თუ ზუსტი დარტყმებით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასე მოვიპოვე სანიოლის ნდობა | როგორ დაეხმარა ვილი ახალგაზრდა მცველს
ასე მოვიპოვე სანიოლის ნდობა | როგორ დაეხმარა ვილი ახალგაზრდა მცველს