მამუკელაშვილის 2 ქულა 14 წუთში | რეპტორსმა სპურსთან წააგო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ კედლებში „სან ანტონიო სპურსთან“ დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14:14 წუთი გაატარა და 2 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი. სანდრომ არც სამქულიანი და არც საჯარიმო უსვრია, ხოლო 2 ორქულიანიდან ერთი ჩააგდო.
მატჩის MVP „სპურსის“ ფორვარდი დევინ ვესელი გახდა, რომელმაც 21 ქულას, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიამატა. დეაარონ ფოქსს 20 ქულა ჰქონდა, დილან ჰარპერს კი 15.
რაც შეეხება „ტორონტოს“, ბრენდონ ინგრემმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა (20 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა), იმანუილ ქუიქლიმ 20 ქულა ჩააგდო, სკოტი ბარნსმა კი 15.
„ტორონტო რეპტორსი“ 34 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში მამუკელაშვილის გუნდი 1 მარტს „ვაშინგტონ უიზარდსს“ ესტუმრება.