მერაბ დვალიშვილი, მარიო ბაუტისტა
Aa
Aa

„დროებით ქამარზე მერაბს ვეჩხუბები“ - ბაუტისტას შეთავაზება UFC-ის

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი მარიო ბაუტისტა პრომოუშენს სთავაზობს, პიოტრ იანის ოქტაგონში დაბრუნებამდე დროებითი ქამარი გაათამაშონ, რომლისთვისაც თავად ბაუტისტა და მერაბ დვალიშვილი იჩხუბებდნენ. ამის შესახებ ამერიკელმა მებრძოლმა Home of Fight-თან ინტერვიუში განაცხადა.

რა თქვა ბაუტისტამ:

„თუ პიოტრ იანი 9 თვე ვერ იჩხუბებს, UFC-ის შეუძლია, დროებითი ჩემპიონის ქამარი შემოიღოს. ამას დვალიშვილიც იმსახურებს, ვინაიდან ის ძალიან აქტიური ჩემპიონი იყო.

ვფიქრობ, უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის შემდეგ კარგი გეგმა მექნებოდა მერაბისთვის და გრეპლერთან ჩხუბისთვის უფრო კარგად ვიქნებოდი მზად. მუხლით დარტყმები კარგად დავხვეწე, მერაბის ბოლო ჩხუბმა კი აჩვენა, რომ მისი სუსტი წერტილი კორპუსში დარტყმებია და ამის გამოყენება შეიძლება.

მერაბი ყოფილი ჩემპიონი და ძალიან ძლიერი მებრძოლია, მაგრამ მჯერა, რომ „აქილევსის ქუსლი“ მასაც აქვს. შონ ომალის ჩართვა კემპში? არა, მოჭიდავეებს ჩავრთავდი. ვიმეორებ, ზუსტად ვიცი, როგორი გეგმით უნდა ვეჩხუბო მერაბს“.

ცნობისთვის, მარიო ბაუტისტამ (17-3) რამდენიმე კვირის წინ ვინისიუს ოლივეირა დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბ დვალიშვილმა ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-თან კონტრაქტი გააფორმა
მერაბ დვალიშვილმა ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-თან კონტრაქტი გააფორმა