17-წლამდე ნაკრები | საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა
საქართველოს ვაჟთა 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა. ალექსანდრე კობახიძის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას მეორედ დაუპირისპირდა. პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი 2:1 მოვიგეთ.
მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა. გიორგი ჯამარაულის ჩაწოდების შემდეგ დავით ცქვიტაიამ მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო. მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ცქვიტაია პირველი იყო და 17-წლამდე ნაკრები დააწინაურა.
66-ე წუთზე კობახიძის გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახდა და თავი რეზი გაზდელიანმა გამოიჩინა. მატჩის საბოლოო ანგარიში 68-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ანზორ ცირამუამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები, გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენი ასაკობრივი - უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.