კომერციული შემოსავლები | რეალის რეკორდული 2025 წელი
Aa
Aa

კომერციული შემოსავლები | რეალის რეკორდული 2025 წელი

უეფამ ევროპული კლუბების შემოსავლები გამოაქვეყნა და მადრიდის „რეალი“ პირველობას არავის უთმობს. „სამეფო კლუბმა“ ფინანსური წლის განმავლობაში ორი რეკორდი დაამყარა: ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხისა და კომერციული შემოსავლების მხრივ.

„რეალის“ საერთო კომერციულმა შემოსავალმა 568 მილიონი ევრო შეადგინა, რაც საკლუბო რეკორდია. „ბლანკოსი“ პირველი კლუბია, რომელმაც ამ კატეგორიაში 500-მილიონიანი ნიშნული გადალახა. ამ შედეგს „ბარსელონაც“ მიუახლოვდა, თუმცა ზუსტად 1 მილიონი დააკლდა — 499 მილიონი.

ამასთან, „რეალი“ პირველი კლუბია, რომელმაც ბილეთების გაყიდვით მინიმუმ 200-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. 2025 წელს მადრიდელებმა ბილეთების გაყიდვიდან 222 მილიონი ევრო მიიღეს. ტოპ 10-ში არიან „არსენალი“ (183 მილიონი), „პარი სენ-ჟერმენი“ (175 მილიონი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (155 მილიონი), „ტოტენჰემი“ (150 მილიონი), „ბარსელონა“ (150 მილიონი), „ბაიერნი“ (147 მილიონი), „ლივერპული“ (138 მილიონი), „ჩელსი“ (105 მილიონი) და „ინტერი“ (93 მილიონი).

რაც შეეხება კომერციულ შემოსავალს, „რეალისა“ და „ბარსელონას“ გარდა, ტოპ 10-ში არიან „მანჩესტერ სიტი“ (426 მილიონი), „ბაიერნი“ (402 მილიონი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (384 მილიონი), „ლივერპული“ (382 მილიონი), „პარი სენ-ჟერმენი“ (349 მილიონი), „არსენალი“ (313 მილიონი), „ტოტენჰემი“ (298 მილიონი) და „დორტმუნდი“ (237 მილიონი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეკარე 35 მილიონად ვიყიდეთ და იშვიათად თამაშობს“ | არნე სლოტი ტრანსფერებზე
„მეკარე 35 მილიონად ვიყიდეთ და იშვიათად თამაშობს“ | არნე სლოტი ტრანსფერებზე