სალაჰის მესამე გოლი - ეგვიპტე მეოთხედფინალში გავიდა
ეგვიპტის ნაკრები აფრიკის თასის მეოთხედფინალშია. „ფარაონები“ მერვედფინალში ბენინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ და დამატებით ტაიმებში, 3:1 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 მორჩა. მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე ეგვიპტე ატიამ დააწინაურა, 83-ე წუთზე კი დოსუმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 მორჩა და შესაბამისად, მატჩი დამატებით ტაიმებში გადავიდა, სადაც უფრო ძლიერი ეგვიპტე აღმოჩნდა.
„ფაროანები“ 97-ე წუთზე იბრაჰიმის გოლით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა და შედეგად, ეგვიპტის ნაკრებმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
1/4 ფინალში ეგვიპტზე კოტ დიუვარსა და ბურკინა ფასოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.