თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„თუ სხვა ამ საქმეს უკეთ გააკეთებს, პრობლემა არ მაქვს“ - ქეცბაიას გუნდის მძიმე მარცხი

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტუმრად ლარნაკას „აეკ-ს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 4:0 დამარცხა.

ქეცბაიას გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 დათმო, მეორე ნახევარში კი მეტოქისგან კიდევ 2 უპასუხო გოლი გაუშვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ ადგილობრივ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა და უკმაყოფილება ვერ დამალა.

რა თქვა ქეცბაიამ:

„მართლა არ ვიცი... ისეთ ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, როგორიც AEK-ია, რომელიც ლიდერებშია, ჩვენ კი განსხვავებული მიზნები გვაქვს. ამის თქმა მიჭირს, რადგან ამ გუნდთან ერთად ბევრისთვის მიმიღწევია, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანა ლიგაში დარჩენაა. მხოლოდ შემდეგი მატჩი კი არა, ყველა დანარჩენი შეხვედრაც უმნიშვნელოვანესია. არავისი არაფერი გვაქვს შესაშური, ჩვენი ისტორია კარგად ვიცით. დასახული მიზნების მისაღწევად ყველას მხარდაჭერა გვჭირდება. მეტი ძალისხმევაა საჭირო.

არ ვფიქრობ, რომ ასეთი ანგარიშით წაგებას ვიმსახურებდით. იმაზე მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე სხვა თამაშებში, მეორე ტაიმში რამდენჯერმე დავარტყით კიდეც, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ცუდი შემადგენლობა არ გვყავს. ვცდილობთ და ვიბრძოლებთ. დღეს იმდენად ცუდად არ გვითამაშია, რომ 4:0 წაგვეგო. ეს გუნდი ნამდვილად არ არის მიჩვეული ასეთ ვითარებაში ყოფნას. წელს სხვა მიზნები გვაქვს და ამ მიზნებისთვის ბოლომდე დავიხარჯებით.

თუ ვინმე სხვა ამ საქმეს უკეთ გააკეთებს, პრობლემა არ მაქვს. ახლა იანვარია და გვსურს ისეთი ფეხბურთელების დამატება, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებიან. ტოშიჩი მოვიყვანეთ, თუმცა მისი დარეგისტრირება ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ.“

ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 შეხვედრაში ვერ შეძლო გამარჯვება. ბოლო ხუთ მატჩში ფამაგუსტელებს 3 ფრე და 2 მარცხი აქვთ. 16 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 14 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს, საკუთარ მოედანზე „აჩნასის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის ფრე ლორიენთან - წიტაიშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს
მეცის ფრე ლორიენთან - წიტაიშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს