მეცის ფრე ლორიენთან - წიტაიშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს
2026 წლის პირველ მატჩში და საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ სტუმრად „ლორიენს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი იყო, რომელმაც 84 წუთი ითამაშა, გიორგი აბუაშვილს კი სამწუხაროდ, თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.
რაც შეეხება წიტაიშვილს, 24 წლის შემტევი „მეცის“ რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აქტიური იყო. ქართველს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. მოედნიდან გასვლის შემდეგ, მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 48 შეხება, 32-დან 27 ზუსტი პასი, 1-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 2 საკვანძო პასი, 6-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 3-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, სახიფათო შეტევის ერთხელ ჩაჭრა, 5-დან 2 მოგებული პოზიციური ორთაბრძოლა, 2 დარტყმა - 1 ზუსტი, 1 დაიბლოკა. Sofascore-ს შეფასება - 6.3.
წიტაიშვილის ყველა მომენტი:
ანგარიში 29-ე წუთზე „მეცმა“ სანეს გოლით გახსნა, „ლორიენმა“ კი წონასწორობა 73-ე წუთზე, დიენის გოლით აღადგინა.
მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა თასის ჩათვლით „მეცის“ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ორივე ტურნირის ჩათვლით მის ანგარიშზე 18 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. აბუაშვილი კი 11 შეხვედრაში მიიღო მონაწიელობა და ჯერჯერობით, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
17 ტურის შემდეგ „მეცს“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 12 ქულა აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება.