ლივერპულმა ფულემსაც ვერ მოუგო - მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ფულემს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მერსისაიდული გუნდის კარს ალისონ ბეკერი იცავდა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში მე-17 წუთზე „ფულემმა“ უილსონის გოლით გახსნა და ტაიმი მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო. მეორე ნახევარში არნე სლოტის გუნდმა თამაშის შემოტრიალება შეძლო და გამარჯვებასთან ახლოს იყო. 57-ე წუთზე ანგარიში ფლორიან ვირცმა გაათანაბრა, თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კი კოდი გაკპომ „ლივერპული“ წინ გაიყვანა. ერთი შეხედვით, მერსისაიდელებს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ დარჩენილ დროში „ფულემმა“ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თავისი გუნდი მარცხისგან რიდმა იხსნა.
2026 წელს არნე სლოტის გუნდმა ისევ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. ახალი წლიდან ეს „ლივერპულისთვის“ მეორე მატჩი იყო და დღევანდელის მსგავსად, პირველიც ფრედ ითამაშა („ლიდსთან“ 0:0).
20 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მერსისაიდელები მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, სტუმრად „არსენალთან“ გამართავენ.