ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას თამაში საეჭვოა - გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის XVII ტურში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი არტურ პერო იუწყება, „პარი სენ-ჟერმენის“ 24 წლის ქართველმა შემტევმა გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც დღევანდელი საწვრთნელი პროცესი გამოტოვა და ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს მზადებას. 

რამდენად მოასწრებს კვარაცხელია პარიზის დერბისთვის გამოჯანმრთელებას, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 23:45 წუთზე არის ჩანიშნული, რთული სათქმელია. ვარაუდობენ, რომ „სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 8 იანვარს, პსჟ-ის კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს და ქუვეითში საფრანგეთის სუპერთასზე „მარსელს“ უნდა შეხვდეს, არ არის გამორიცხული ენრიკემ არ გარისკოს და ქართველი შემტევი ამ მეტად მნიშვნელოვანი პაექრობისთვის დაასვენოს.

ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე გამართულ 21 შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
LÉquipe-ის მსოფლიო ნაკრები | კვარაცხელია ნომინანტებს შორისაა
LÉquipe-ის მსოფლიო ნაკრები | კვარაცხელია ნომინანტებს შორისაა