ფაბიო კაპელო, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

„არც ტრავმები ჰქონდა და არც მოტივაცია“ - კაპელოსთვის რონალდო საუკეთესოა

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგაც საკმაოდ აქტიურია და იშვიათად ხდება ისეთი ფაქტი, რომ 79 წლის ტაქტიკოსმა რომელიმე სპორტული გამოცემის ჟურნალისტს ინტერვიუზე უარი უთხრას. ამჯერადაც ასე მოხდა და დონ ფაბიომ თითქმის ყველა თემაზე საინტერესოდ ისაუბრა, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევი გახლდათ მისი პასუხი შეკითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელი იყო საუკეთესო მათ შორის, რომელიც მას გაუწვრთნია.

ფაბიო კაპელო

ასეთი ბრაზილიელი რონალდო გახლდათ, მის შემდეგ კი მარკო ვან ბასტენი. პრინციპში ისინი თითქმის ერთ დონეზე იდგნენ. ლუის ნაზარიოს ტრავმები არ აწუხებდა, მაგრამ არც მოტივაცია არ ჰქონდა. მას არ უყვარდა წონის კლება, პირიქით, კარგი ცხოვრების მოყვარული იყო. მე ის „რეალიდან“ გავაგდე, მაგრამ მაინც გპასუხობთ, რომ საუკეთესო გახლდათ, ვინცკი ოდესმე გამიწვრთნია.

გგონიათ ცუდად ვარჯიშობდა, ან საწვრთნელ პროცესზე იგვიანებდა? არასოდეს, უბრალოდ მისი პრობლემა წონის კლებაში მდგომარეობდა. სამეფო კლუბში ჩემი მუშაობის დროს 94 კილოგრამი იყო. მახსოვს, ერთხელ ვკითხე: „რონი, 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების დროს რამდენს იწონიდი? „84 კილოგრამს“ - მიპასუხა მან, რის შემდეგაც ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა 10 კილოგრამი მოემატებინა, რაც არ დამიჯერა და შედეგად ერთმანეთს დავშორდით.

ცნობისათვის, ფაბიო კაპელოსა და რონალდოს გზები მადრიდის „რეალში“ 2006-2007 წლების სეზონში გადაიკვეთა, როდესაც მათ შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა და იტალიელი სპეციალისტი ძირითადში ბრაზილიელის ნაცვლად რუდ ვან ნისტელროის დაყენებას ამჯობინებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკო მოურინიოსთან? - დავითაშვილი პორტუგალიელების და ინგლისელების სამიზნეა
ზურიკო მოურინიოსთან? - დავითაშვილი პორტუგალიელების და ინგლისელების სამიზნეა