სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მწვრთნელი მუდმივად მამხნევებს, საკუთარი თავისგან ბევრს ვითხოვ | მამუკელაშვილის კომენტარი

NBA-ში „ტორონტომ’’ „ატლანტა ჰოუკსი’’ 17-ქულიანი უპირატესობით 134:117 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილი არ იმყოფებოდა, თუმცა პარკეტზე ცვლილებაზე გამოვიდა, ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 31:56 წუთში 13 ქულა ჩააგდო, „მამუმ'' 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შეასრულა. სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა ოთხი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა.

მამუკელაშვილი: „დაცვაში კარგი თამაშის გარეშე ამ მატჩს ვერ მოვიგებდით. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, თამაში არ გავართულოთ და ნებისმიერ მეტოქეს ბოლომდე ვებრძოლოთ. მწვრთნელი მუდმივად მამხნევებს, რომ თუ შანსი მექნება, ბურთი წინ წავიღო. მან იცის ჩემი შესაძლებლობები, დრიბლინგი და პასი. სისწრაფეს ვიყენებ და თანაგუნდელებიც კარგად მამჩნევენ.

საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, რადგან მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც გუნდს გამარჯვებაში რეალურად დაეხმარება. ახალი წლის წინ რთული პერიოდი მქონდა, თუმცა საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ყველა სირთულეს 2025 წელში დავტოვებდი''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 13 ქულა გოლდენ სტეიტთან | ტორონტომ ოვერტაიმში მოიგო
მამუკელაშვილის 13 ქულა გოლდენ სტეიტთან | ტორონტომ ოვერტაიმში მოიგო