სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი | ტორონტომ ატლანტა 17 ქულით დაამარცხა

NBA-ში „ტორონტომ’’ „ატლანტა ჰოუკსი’’ 17-ქულიანი უპირატესობით 134:117 დაამარცხა.

გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილი არ იმყოფებოდა, თუმცა პარკეტზე ცვლილებაზე გამოვიდა, ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 31:56 წუთში 13 ქულა ჩააგდო, „მამუმ'' 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შეასრულა. სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა ოთხი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა.


„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა ბარეტსისა და ინგრემის აქტივშია, მათ 29 ქულა ჩააგდეს, სკოტი ბარნსი გუნდს 20 ქულით დაეხმარა.

„ტორონტო'' 21 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 6 იანვარს კვლავ „ატლანტასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები