Globe Soccer Awards - 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება Globe Soccer Awards 2025 გაიმართა, სადაც 2025 წლის საუკეთესოები მრავალ ნომინაციებში გამოვლინდნენ.
ორგანიზაციის ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა, დანარჩენი ნომინაციების გამარჯვებულები კი ასე გამოიყურებიან.
Globe Soccer Awards 2025
- La Liga-ს წლის საუკეთესო მოთამაშე - რაფინია
- La Liga-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი - ჰანზი ფლიკი
- La Liga-ს წლის საუკეთესო U23 მოთამაშე - ლამინ იამალი
- La Liga-ს წლის საუკეთესო კლუბი - ბარსელინა
- La Liga-ს საუკეთესო მოგერიების ავტორი - იან ობლაკი
- წლის საუკეთესო სპორტული დირექტორი - ლუიშ კამპოში (პსჟ)
- წლის საუკეთესო აგენტი - ჟორჟე მენდეში
- საუკეთესო ახლო აღმოსავლეთის მოთამაშე - კრიშტიანუ რონალდუ
- წლის საუკეთესო ნაკრები - პორტუგალია
- საუკეთესო ქალთა კლუბი - ბარსელონა
- საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი
- 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე
- 2025 წლის აღმოჩენა - დეზირე დუე
- 2025 წლის საუკეთესო ნახევარმცველი - ვიტინია
- 2025 წლის საუკეთესო შემტევი - ლამინ იამალი
- წლის საუკეთესო დაბრუნება - პოლ პოგბა
- წლის საუკეთესო პრეზიდენტი - ნასერ ალ-ხელაიფი
- 2025 წლის საუკეთესო კლუბი - პარი სენ-ჟერმენი
- 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - უსმან დემბელე.
ცნობისთვის, საუკეთესო შემტევის ნომინაციაზე, რომელშიც გამარჯვებული რაფინია გახდა, ხვიჩა კვარაცხელიაც იყო ნომინირებული, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი შემტევი პრიზის გარეშე დარჩა, თუმცა ორგანიზაციის ვერსიით, საუკეთესო ხუთ შემტევს შორის მოხვდა.
რაც შეეხება უსმან დემბელეს, ფრანგი შემტევი პარი სენ-ჟერმენთან ერთად 2024/25 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ისა და საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა.