ტოპ ჩემპიონატების საუკეთესო გუნდები | როგორია ESPN-ის რეიტინგი
ESPN-მა ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე კლუბების რეიტინგი შეადგინა. ავტორიტეტული სატელევიზიო არხის ტოპ 20-ის პირველ ადგილს „ბაიერნი“ იკავებს, რომელიც ბუნდესლიგას წაგების გარეშე ლიდერობს.
მეორე პოზიციაზე პრემიერ ლიგის ლიდერი „არსენალია“. მიკელ არტეტას გუნდის შემდეგ მესამე ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ მოდის, ხოლო მეოთხე პოზიცია „იუვენტუსმა“ დაიკავა.
მეხუთე ადგილზე „ლაიფციგი“ იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ კი მეექვსე პოზიციას იკავებს. მის შემდეგ „ინტერი“ და „ბარსელონა“ მოდიან. „ბლაუგრანას“ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მოსდევს, ათეულს კი მადრიდის „რეალი“ ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ESPN-მა რეიტინგის შესადგენად რამდენიმე კრიტერიუმი გამოიყენა: შიდა ჩემპიონატებში, თასებსა და ევროტურნირებზე გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობა, ასევე xG-მაჩვენებლები. მონაცემები ბოლო ორი თვის განმავლობაში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით არის დათვლილი.