გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„კარში ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა...“ - Liverpoolecho მამარდაზე

ბრიტანულმა გამოცემა liverpoolecho-მ არნე სლოტის გუნდის მიერ ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერები შეაფასა. ახალწვეულებიდან ვინ  როგორ წარმოაჩინა თავი?

სტატიაში გიორგი მამარდაშვილის თამაშიც არის განხილული, რომელსაც 10-ბალიანი ნიშნულიდან 5 დაუწერეს.

„მამარდაშვილი „წითლებს“ საბოლოოდ ამ ზაფხულს შეუერთდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად, 2024 წლის ზაფხულში, „ვალენსიადან“ 25 მილიონ ფუნტად იქნა გამოსყიდული. 25 წლის მეკარე იმაზე სწრაფად აღმოჩნდა კარში, ვიდრე წარმოიდგენდა, რადგან სეზონის დასაწყისში ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო.

თუმცა, „ლივერპულმა“ იმ ხუთი მატჩიდან ოთხი წააგო, რომლებშიც მან ალისონის არყოფნაში სასტარტოში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ 3:0 წაგებულ შეხვედრაში მან ერლინგ ჰოლანდის დარტყმული პენალტი მოიგერია.

ამ პერიოდის განმავლობაში მამარდაშვილმა ასევე 10 გოლი გაუშვა. ათლეტურმა ქართველმა ბურთების მოგერიების ნიჭი აჩვენა. ის კარში ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა შეძლებს თუ არა ბრაზილიელის შეცვლას, თუკი ეს უკანასკნელი უახლოეს მომავალში „ენფილდს“ დატოვებს... ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ არსებობს (საკითხი ღიად რჩება)“.

- წერს ლივერპულური გამოცემა.

სეზონის ბოლოს მოსალოდნელია, რომ „ლივერპული“ ალისონს გაყიდის და გუნდის პირველი მეკარე მამარდაშვილი გახდება. გიოს ტრანსფერის განხორციელების დროს, ბრიტანული წყაროები სწორედ ამ სცენარის შესახებ წერდნენ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები