საფონოვი: კვარას კარგად ვეწყობი, კომუნიკაცია ორ ენაზე შეგვიძლია
პსჟ-ს მეკარე მატვეი საფონოვმა ვალერი კარპინთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიასთან თავის ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მას კარგად ვეწყობი. შეგვიძლია ვიჭორაოთ – მას ცოტათი ახსოვს რუსული ენა, ინგლისურადაც შეგვიძლია საუბარი. შეგვიძლია შევხვდეთ კიდეც, თუმცა ახალ წელს, ვფიქრობ, ყველა თავის გზაზე წავა და 1 ან 2 იანვარს დაბრუნდებიან“,
– განაცხადა საფონოვმა.
რუსმა მეკარემ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ ხვიჩა მას კლუბში ადაპტაციის გავლაში დაეხმარა.
„კვარა კომუნიკაბელური ბიჭია. და ასე ვიტყვი: ალბათ ხვიჩა უფრო დამეხმარა ადაპტაციის გავლაში, ვიდრე მე მას. ახლა მყავს ადამიანი, ვისთანაც თავისუფლად შემიძლია ურთიერთობა”.
აქვე გეტყვით, რომ Le Parisien-მა საფონოვი პსჟ-ს დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. რუსი მეკარე „ფლამენგოსთან“ მიღებული ტრავმის გამო (ხელის მოტეხილობა) მინიმუმ 3-4 კვირას გამოტოვებს.