ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ბარსელონამ ფლიკს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა

„ბარსელონამ“ მთავარ მწვრთნელ, ჰანსი ფლიკს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა.

Diario Sport-ის ინფორმაციით, რომელიც Bild-ს ეყრდნობა, კატალონიელებმა 60 წლის გერმანელ სპეციალისტს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით – 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება შესთავაზეს.

კლუბს სურს თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც მწვრთნელს მოქმედი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის პირობებში მოუწევს მუშაობა. ასევე, „ბარსას“ ხელმძღვანელობის მიზანია, რომ პროექტის თითოეული მონაწილე თავს კომფორტულად გრძნობდეს.

სპორტული დირექტორი დეკუ მწვრთნელთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მუშაობს. ჰანსის აგენტმა, პინი ზაჰავიმ, უკვე გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრა „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ახალი ხელშეკრულების მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივება განპირობებულია იმით, რომ თავად ფლიკს არ სურს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება.

შეგახსენებთ, რომ ფლიკმა „ბლაუგრანა“ 2024 წელს ჩაიბარა. მან კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფრიდან არაფრამდე“ - ესპანური პრესა ტაბატაძის რეგრესზე წერს
„ყველაფრიდან არაფრამდე“ - ესპანური პრესა ტაბატაძის რეგრესზე წერს