ოთარ კიტეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი
Aa
Aa

მეორე ქართველი შტურმში | გიზო მამაგეიშვილი ოთარ კიტეიშვილს შეუერთდება

22 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიზო მამაგეიშვილი ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი გახდება. თავდაპირველად, ეს ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი უცხოურ პრესაშიც დადასტურდა, რომ მამაგეიშვილი „შტურმს“ შეუერთდება.

Geo Team-ის მიხედვით, 22 წლის ნახევარმცველი უკვე ავსტრიაში იმყოფება. მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ავსტრიულ კლუბთან 3.5 წელიწადზე გათვლილ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს.

იტალიელი ჟურნალისტის, ლორენცო ლეპორეს ცნობით, მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია. მამაგეიშვილი „შტურმს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ავსტრიულ კლუბს მის სანაცვლოდ „იბერია 1999“-ისთვის თანხის გადახდა არ მოუწევს.

ცნობისთვის, მამაგეიშვილმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კატასტროფა იქნება თუ წავა“ | საფრანგეთში დავითაშვილზე ისაუბრეს
„კატასტროფა იქნება თუ წავა“ | საფრანგეთში დავითაშვილზე ისაუბრეს