ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი შემოდგომის სიმბოლურ გუნდში | Laola1-მა ქართველი გამოარჩია

ცნობილმა ავსტრიულმა გამოცემამ, Laola1-მა ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის პირველი ნახევრის - შემოდგომის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „შტურმის’’ ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი მოხვდა.

აღნიშნულ ვებგვერდზე გამოკითხვაცაა, გულშემატკივრებს თავიანთი შეხედულებით სიმბოლური 11-ეულის შედგენა შეუძლიათ (იხილეთ).

29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. შემტევი სტილის ნახევარმცველისთვის 15 მატჩში დაგროვებული 11 საგოლე მოქმედება საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.

ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში კიტეიშვილი მესამე ადგილზეა, პირველზე „ჰარტბერგის’’ ფორვარდი ელიას ჰაველია 10 გოლით.

ავსტრიის ბუნდესლიგის შემოდგომის ჩემპიონი „ზალცბურგი'' 32 ქულით გახდა. „შტურმი'', რომელიც ბოლო ორი სეზონის გამარჯვებულია, 28 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერის დიდი შანსია - გულიაშვილი სარაევოს იანვარში დატოვებს?
ტრანსფერის დიდი შანსია - გულიაშვილი სარაევოს იანვარში დატოვებს?