ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ყაზაიშვილის აღიარება | ვაკო ჩინეთის სუპერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

12 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის პროფესიონალური საფეხბურთი ლიგის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „შანდონ ტაიშანის“ ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

2025 წლის სეზონში ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 27 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. ყაზაიშვილმა 27-დან 1 გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და მისმა გუნდმა ჩემპიონატი 53 ქულით დაასრულა. ყაზაიშვილი სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.  

ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს ჩინურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.2. მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: ცარუკიანის გაგდებაც შემეძლო, ყველამ ვიცით, რაც მოხდა...
დენა უაითი: ცარუკიანის გაგდებაც შემეძლო, ყველამ ვიცით, რაც მოხდა...