ინტერ მაიამიმ დე პაულის კონტრაქტი გამოისყიდა და სუარესის დატოვება სურს
„ინტერ მაიამიმ“ როდრიგო დე პაულის კონტრაქტის გამოსყიდვის ოპციით ისარგებლა.
არგენტინელი ნახევარმცველი ამერიკულ კლუბში „ატლეტიკოდან“ იჯარით 2025 წლის ბოლომდე გადავიდა. კონტრაქტში გათვალისწინებული იყო გამოსყიდვის შესაძლებლობა, რითაც კლუბმა სერხიო ბუსკეტსის წასვლის გამო ისარგებლა.
ESPN-ის ცნობით, ოთხწლიანი კონტრაქტი, წელიწადში 12 მილიონი დოლარის ხელფასით, ხელმოსაწერად მზად არის. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ატლეტიკო“ 31 წლის დე პაულის მუდმივ ტრანსფერში 15 მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ „ინტერ მაიამი“ ლუის სუარესთან შეთანხმების გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ურუგვაელი თავდამსხმელი კლუბს 2023 წელს შეუერთდა და ერთხელ უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი, 2025 წლის MLS-ის სეზონის ბოლომდე.