შვედური კლუბის რადარზე - აიკი იანვარში გულიაშვილის გადაბირებას ეცდება
ბოსნიური გამოცემა Faktor გიორგი გულიაშვილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებსს.
ვიგებთ, რომ სტოკჰოლმურმა კლუბმა აიკიმ ქართველი თავდამსხმელის გადაბირება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
წყაროს ცნობით, შვედური გუნდი გულიაშვილის გადაბირებას კიდევ ერთხელ ეცდება და გააქტიურებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავვს.
შეგახსენებთ, რომ გიორგის გადაბირებით არაერთი კლუბი ინტერესდება. მიუხედავად ამისა, სარაევომ მისი გაყიდვა არ ისურვა და მეტიც, მას კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ცნობისთვის, გულიაშვილი სარაევოში 2023 წლიდან თამაშობს. 2023 წლიდან დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 68 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.