შავი ლომი
Aa
Aa

ჩელენჯ თასი - შავი ლომი მონპელიესთან დამარცხდა

ჩელენჯ თასის მესამე სეზონი დაიწყო და შავი ლომი მონპელიეს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართული ფრენჩაიზი 13:24 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შავმა ლომმა პირველი ტაიმი 13:0 მოიგო და მეორე ტაიმში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

ანგარიში საჯარიმო დარტყმით ლუკა ცირეკიძემ გახსნა. ამის შემდეგ, ტაბუცაძემ ლელო დადო. პირველი ტაიმის მიწურულს, ცირეკიძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა.

42-ე და 49-ე წუთებზე ჯერ ულისემ, ხოლო შემდეგ ტოლუფამ ლელო გაიტანეს. 72-ე წუთზე კი საბოლოო ლელო კადომ დადო და ფრანგულმა კლუბმა გაიმარჯვა.

ცნობისთვის, შემდეგ მატჩს შავი ლომი 13 დეკემბერს სტუმრად ქონაჰის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან მატჩი გადაწყვეტს ჯგუფიდან ვინ გავა“ | იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„საქართველოსთან მატჩი გადაწყვეტს ჯგუფიდან ვინ გავა“ | იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი