გერმანიის თასი | გოჩოლეიშვილი გოლთან ახლოს იყო, ჰამბურგი კილთან დამარცხდა
გერმანიის თასის მერვედფინალში ჰამბურგმა ჰოლშტეინ კილს უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და კარგი მატჩიც ჰქონდა. ქართველ უკანახაზელს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა ძელს მოხვდა.
ანგარიში 107-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი ჯატამ გამოიჩინა. 118-ე წუთზე კი წონასწორობა ჰარესმა აღადგინა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიაში დაინიშნა. კილმა 4:2 მოიგო. ცნობისთვის, გოჩოლეიშვილი მთავარმა მწვრთნელმა 82-ე წუთზე შეცვალა.