ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

სუპერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ყაზაიშვილი ჩინეთში აღიარეს

მიმდინარე სეზონში ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერ ლიგაში ბრწყინავს. მისი ასეთი თამაში კი დაფასდა.

ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ჩინეთის სუპერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ვაკოს საუკეთესოს წოდება ჩინურმა ავტორიტეტულმა გამოცემებმა Zhibo8-მა და Dongqiudi-მ მიანიჭეს.

ასევე, Livebar-ის გამოკითხვაში, სადაც 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ყაზაიშვილმა ხმების 42.68% მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

ერთ-ერთი ჩინური გამოცემა წერს:

„ყაზაიშვილმა ეს აღიარება დაიმსახურა. ჩინეთის სუპერ ლიგისთვის მისი სტატისტიკა(27 გოლი, 5 საგოლე პასი) შესანიშნავი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაკომ 27 გოლიდან 11 ისეთ გუნდებს გაუტანა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ.“

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს ბომბარდირობამდე მხოლოდ 1 გოლი დააკლდა. მას აბრეუმ აჯობა, რომელმაც ბოლო ტურში პოკერი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია ა-დან კლუბები არ უნდა ვარდებოდნენ“ - დე ლაურენტისის ინიციატივა
„სერია ა-დან კლუბები არ უნდა ვარდებოდნენ“ - დე ლაურენტისის ინიციატივა