ტიაგო სილვა
Aa
Aa

მამის კვალდაკვალ - ტიაგო სილვას ვაჟმა ჩელსისთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელის, ტიაგო სილვას ვაჟმა, ისაგო სილვამ „არისტოკრატებთან“ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ამის შესახებ „ლურჯების“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ისაგო სილვა 17 წლისაა და, მამის მსგავსად, მცველის პოზიციაზე თამაშობს.

„17 წლის ტიაგო ჩვენს აკადემიას 5 წლის წინ შეუერთდა და უნივერსალურ და სანდო მცველად ჩამოყალიბდა, რომელსაც ერთნაირად კარგად შეუძლია როგორც მარცხენა მცველის, ისე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში.

2024/25 წლების სეზონში ისაგო 16-წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა, თუმცა მოასწრო 18-წლამდელებში „ლესტერის“ წინააღმდეგ სადებიუტო მატჩის ჩატარებაც. მიმდინარე სეზონში მან ითამაშა „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ 18-წლამდე პრემიერლიგის თასზე, 17-წლამდელებში კი 3 მატჩი ჩაატარა“, - წერს „ჩელსის“ ვებგვერდი.

ცნობისთვის, ტიაგო სილვა „ჩელსის“ ღირსებას 2020-2024 წლებში იცავდა და 4 სეზონში „ლურჯების“ მაისურით 155 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკუთარ სახლში ტრავმა მიიღო | კოულ პალმერი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს
საკუთარ სახლში ტრავმა მიიღო | კოულ პალმერი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს